ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? – თინა ხიდაშელი კობახიძის განცხადებაზე

news
: news მარტი 7, 2017 23:18

ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? – თინა ხიდაშელი კობახიძის განცხადებაზე

“ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?” – ამ კითხვას თინა ხიდაშელი გადაცემა არჩევანში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით სვამს, სადაც კობახიძემ განაცხადა, რომ რუსთავი2 ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოდისო.

“ნეტავ, რასაც ვისმენ, მართლა ბატონი კობახიძის აზრებია, თუ მესიჯ-ბოქსით ლაპარაკობს? ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? გირგვლიანმა რომ მოიგო საქმე სტრასბურგში, ალბათ, მაშინაც ასე ფიქრობდა, რომ ქვეყნის პრესტიჟი ზარალდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ მსხვერპლი და მისი ადვოკატები.

“არც კი ვიცი, რომელი სჯობს, მისი ინდივიდუალური აზრები იყოს (რაც ცუდი იქნება, მაინც პარლამენტის თავმჯდომარეა) თუ მესიჯ-ბოქსი (რაც კოლექტიური სახელისუფლებო პოზიცია იქნებოდა)” – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

news
: news მარტი 7, 2017 23:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics