ვინ არის რეალურად გიორგი შაურიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს?

მსჯავრდებულ გიორგი შაურიძის ადვოკატმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და პოლიცია დაკავებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ადვოკატის განცხადებით შაურიძე უდანაშაულოა და მას შსს-ს წარმომადგენლებმა საქმე “შეუკერეს”.

“თაიმერი” დაინტერესდა რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი რეალობას. ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა საკმაოდ საიტერესო ინფორმაცია მსჯავრდებულ გიორგი შაურიძის შესახებ.

ირკვევა, რომ 2016 წლის 3 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ორი მოქალაქის დაყაჩაღების ფაქტზე (დაზარალებულების ვინაობას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ). ამ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა თავად გიორგი შაურიძე, რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები და ის დაზარალებულებმაც ამოიცნეს.

მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დაზარალებულის კუთვნილი ნივთები, მათ შორის ფულადი თანხა ამოიღეს, ბინის ჩხრეკისას დანა, რომლის გამოყენებითაც გამოძიების ინფორმაციით, მან ყაჩაღობა ჩაიდინა.

საერთო ჯამში, სასამართლოში ის ორი მუხლით გაასამართლეს – ყაჩაღობა და ქურდობა. მოსამართლემ გიორგი შაურიძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : ტყიბულის შახტში დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ორის საყურადღებოა