ვინ ამზადებდა 7 ნოემბრის აქციებს და რა უძღოდა წინ – რას ყვება სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყვება, რომ პროტესტის უკან რუსეთის ინტერესები იდგა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ნოემბრის აქციებს საფუძველი ჯერ კიდევ სექტემბერში ჩაეყარა და იხსენებს ლუკაშენკოს და პუტინის საუბარს.

“7 ნოემბრის აქციები მზადდებოდა ნატოს სამიტის წინ და ნატოს კონფერენციის პარალელურად, რომელიც თბილისში მიდიოდა იმ დღეებში და რომლებსაც ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი. სწორედ ამ დროს ხდება არეულობები, მაგრამ მათ საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ სექტემბერში, როდესაც ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაყოლით, პუტინმა სთხოვა მას, რომ ბადრი პატარკაციშვილს დახვდებოდნენ მინსკში ეფ-ეს-ბე-ს ორი გენერალი, ერთი იყო ბესედა, რომელზეც მაგარი რეპორტაჟი გააკეთა ამ თემაზე ნოდარ მელაძემ, ხვდებოდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ, მცხეთაში აქეიფებდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ეს ხალხი სწორედ აკეთებდა იმას, რომ ამზადებდა ამ აქციებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმის შურისძიებაა ის, რაც ხდება აქ,“ – ამბობს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლო ყოფილიყო – თეონა აქუბარდია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე “მდგრადი ეკონომიკის ფორუმში” იღებდა მონაწილეობას