“ვიღვაწებ, როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ მთაში სწრაფად მოაგვაროს გზების, გაზის, ელექტროფიცირების პრობლემა”

მთა ხელისუფლების პრიორიტეტია, – ამის სშესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით,, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალებზე და შიდა გზებზე სამუშაოებს მოიცავს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დასრულდება.

“ჩქმერთან გამავალ გზაზე მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მამისონის უღელტეხილთან უკვე დაწყებულია გზის პროექტირება და გაისად დაიწყება მშენებლობა, ეს პროექტი სწრაფად დასრულდება რუსეთის საზღვრამდე. პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება, რომ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დასრულდეს. ძირითადი აქცენტი მაგისტრალებზე ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი თანხები დაიხარჯება შიდა გზებზეც და იმ გზაზეც, რაც თქვენ ახსენეთ. გავარკვევ ამ გზის პროექტირება დაწყებულია თუ არა, ინფრასტრუქტურა პირველ რიგში მთაში უნდა აშენდეს, რომ მთას დაუბრუნდეს ხალხი. მთა უფრო უნიკალურია ჩვენი, ვიდრე ზღვა. ზღვას უჭირს კონკურენცია თურქეთთან, თუმცა ზღვაც მიიღებს იმდენ ტურისტრს, რაც შეიძლება საქართველომ დაიტიოს, მაგრამ გაცილებით მეტი პოტენციალია მთაში. რაჭა ულამაზესი კუთხეა. ვიღვაწებ როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვაროს გზების, გაზის , ელექტროფიცირების პრობლემა, რომელიც რამდენიმე სოფელშია დარჩენილი“,-განაცხადა ივანიშვილმა სტუდენტის შეკითხვის პასუხად.

ონის რაიონის მცხოვრები ჩქმერი- უზურთის გზის რეაბილიტაციით დაინტერესდა. მისი განცხადებით, ამ მონაკვეთს რაჭველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მიგრაციის შესაჩერებლად გზის რეაბილიტაცია აუცილებელია.

banner
წინა სტატიაში“საუბარი ნამდვილად იყო, ამას ვადასტურებ” – ბურჭულაძე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე
შემდეგი სტატია“სუს-ი თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის სრული დაცვით”-ლევან იზორია მოსმენებთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს