“სუს-ი თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის სრული დაცვით”-ლევან იზორია მოსმენებთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო სუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა, მმართველი გუნდი უარყოფს.

განცხადება მომხდართან დაკავშირებით გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

იზორია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ფუნქციებს კანონის სრული დაცვით ახორციელებს.

„სუს-ი ახორციელებს მიუკერძოებლად იმ ფუნქციებს, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მაქსიმალურად არის დაცული თითოეულის პერსონალური უფლებები ამ ფუნქციის განხორციელების ფარგლებში. აქედან გამომდინარე როგორც ამ სამსახურის ერთ-ერთი ძველი წარმომადგენელი, რომელმაც ვიცი რა ამ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი ხარისხი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის სრული დაცვით,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

 

banner
წინა სტატიაში“ვიღვაწებ, როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ მთაში სწრაფად მოაგვაროს გზების, გაზის, ელექტროფიცირების პრობლემა”
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი მოსახლეობას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს