„ვიღაცებს უმტკიცებენ, რუსებთან და საერთაშორისო კრიმინალთან ჩახუტებული ხელისუფლება არ ვართო“- ბიბილაშვილი სპეცოპერაციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს დღევანდელი სპეცოპერაციით ვიღაცებს უმტკიცებენ, რომ და საერთაშორისო კრიმინალთან ჩახუტებული ხელისუფლებაა არაა:

„არცთუ დიდი ხნის წინ, „ოცნებამ“ ციხიდან გამოუშვა საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი. აქაოდა, ნაციონალები დევნიდნენ უსამართლოდო. ეს ჩატაევი მერე წავიდა, სტამბოლში ტერაქტი მოაწყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

წელს, იანვარში, „ოცნებამ“ გირაოთი გამოუშვა გივი თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორი. ვიმეორებ – ტერორისტი გაუშვა გირაოთი.

ჰოდა, ამათ რომ ტერორისტებთან პრობლემა არა აქვთ, ცხადია. ბნელი მრწამსი რომ არ შეუცვლიათ ბოლო თვეებში – ესეც. ალბათ, დასავლური წნეხის პასუხად ვიღაცეებს უმტკიცებენ, რუსებთან და საერთაშორისო კრიმინალთან ჩახუტებული ხელისუფლება არ ვართო. თუმცა, ძალიან არადამაჯერებლად,“- წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის გამო სამ საბავშვო ბაღში სწავლა შეწყდა
შემდეგი სტატიათბილისის სპეცოპერაციაზე Al Jazeera წერს