,,ვიდრე ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და იცავს, მე გავაგრძელებ ღირებულებებისთვის ბრძოლას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას არაერთხელ უთქვამს და კიდევ იტყვის უარს კაბინეტზე და თანამდებობებზე, როდესაც საუბარი სამართლიანობის აღდგენას ეხება. ამის შესახებ ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ვიდრე ბატონი ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და, ასე მგონია, იცავს იმ კაბინეტის თემას, მე გავაგრძელებ იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას და მის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთეს კაბინეტზეც უარი მითქვამს და კიდევ ვიტყვი, იმიტომ, რომ არ არის არც ერთი კაბინეტი და არც ერთი თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიც არის სამართლიანობა და შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიექიმის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ჩვენი გზავნილები საპატრიარქოსთან და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება