ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზავნილები საპატრიარქოსთან და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება

გვექნება ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი, ასევე გვექნება საუბარი საპატრიარქოსთან და პატრიარქთან – ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტს უკრაინის ვერხოვნა რადასთან მჭიდრო კავშირი და მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, განსაკუთრებით მჭიდროა პარლამენტებს შორის კავშირები, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მე პირადად – უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ძალიან გააქტიურებულია პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეაც შევქმენით ჩვენს მოლდოველ მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, თანამშრომლობა არის მჭიდრო, არის აქტიური, ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც, ასევე გვექნება, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

banner
წინა სტატიაში,,ვიდრე ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და იცავს, მე გავაგრძელებ ღირებულებებისთვის ბრძოლას”
შემდეგი სტატია,,ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები”