ნინო წილოსანი USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეროვნული მმართველობის (National Governance) პროგრამის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„USAID ერთ-ერთი ახალი პროგრამის დაწყებამდე თავისი ამერიკელი ექსპერტების მეშვეობით იკვლევს იმ კარგ პრაქტიკებს ან გამოწვევებს, რომელიც პარლამენტში კომიტეტებს და საბჭოებს აქვთ. მოხარული ვარ, რომ გავეცანი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საბჭოს პრაქტიკას, გამოცდილებას და იმ საჭიროებებსაც, რომელიც შეიძლება, როგორც ექსპერტული ცოდნის კუთხით, ასევე აპარატის გაძლიერებისა და უფრო მეტი ადამიანის ამ საქმიანობაში ჩართვის კუთხით არსებოს, მათ შორის, სხვადსხვა ინსტიტუციური გაძლიერების მექანიზმებს, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და რომელიც გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ გენდერული თანასწორობის იდეისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშივიდრე არ გავიგებ ამბის კონტექსტს, არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს, მოვერიდები სპეკულაციებს – ჰარცელი
შემდეგი სტატიაგუტერეშისა და ლავროვის შეხვედრა დასრულდა – ლავროვმა მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა