ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, არის, პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი – ოქრუაშვილის ადვოკატი

region
ავტ.: region ივლისი 27, 2019 12:03

ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, არის, პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი – ოქრუაშვილის ადვოკატი

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, არის, როგორც ყოველთვის, პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები, სხვა არაფერი,“ – ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა გააკეთა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას უარყოფს. მისივე განცხადებით, ათზე მეტი მოწმე ჰყავს დაცვის მხარეს, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს ოქრუაშვილის გვერდით იყვნენ და მომხდარ მოვლენებს გაიხსენებენ.

„უარყოფს დანაშაულს, თქვენც ნახეთ, ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა, სულ ცოტა ათამდე მოწმე მაინც გვყავს, რომელიც იმ საღამოს, დილამდე მის გვერდით იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში და ამ პოლიციელებს მერე შერცხვებათ,“ – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ჭაბაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს და მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას ედავება.

„ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, ანუ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში წარედგინა ბრალდება. ბრალდების ფორმულირება ასეთი არის, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც, თითქოს, მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ,“ – ამბობს ადვოკატი.

region
ავტ.: region ივლისი 27, 2019 12:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics