(video)ჩვენ ვიცოდით ამის თაობაზე და ვიყავით ძალიან ფრთხილად – ელისო კილაძე მისი შვილის დაკავებაზე

„ჩვენ ვიცოდით ამის თაობაზე, ინფომარცია გვქონდა და ვიყავით ძალიან ფრთხილად,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაახლოებით 2 თვით ადრე მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მის შვილს საბურთალოზე ელოდებოდა პოლიცია, რომელიც გეგმავდა მისთვის ნარკოტიკის ჩადებას, თუმცა მაშინ მან დროულად იმოქმედა და დავით ხარშილაძე გზიდან უკან მოაბრუნეს.

„ჩვენი მოლაპარაკება არ შედგება, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ეს ეხება ქრონიკა პლიუსს და ეს ეხება ჩემს პოზიციას. ეს მოლაპარაკებები დაიწყო გასულ ზაფხულს, ქუთაისში ჩავიდნენ ჩემს ერთ-ერთ მეგობართან, ვინმე გიორგიმ მას უთხრა, რომ, თუ ის ამ საქმიანობას გააგრძელებს, ის თავს წააგებს, ჩემზე იყო საუბარი,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, მუდმივად ხდებოდა საინფორმაციო სააგენტოებში ინფორმაციის გავრცელება, რომ მისი შვილი, ელისო კილაძე თავად და მისი მეუღლე ნარკოტიკის მომხმარებლები იყვნენ.

„ამას ყველაფერს სათავეში ედგა სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი. ეს არის მისი აგენტურული ქსელი, სააგენტოები სუს-ის, რომელიც ფინანსდება პირადად გოგაშვილის მიერ,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=L–cAgAIovU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) გადაუგრიხეს ხელები, მიადეს დანა და ჩატენეს მანქანაში-ანა მარგველაშვილი მიხეილ თათარიშვილის დაკავების დეტალებს ყვება
შემდეგი სტატია(Video) არ ითვალისწინებს ამას სასამართლო და სასამართლო ხელს უწყობს, რომ ეს ასე გაგრძელდეს – ლადო თათარიშვილი