(Video) არ ითვალისწინებს ამას სასამართლო და სასამართლო ხელს უწყობს, რომ ეს ასე გაგრძელდეს – ლადო თათარიშვილი

დაკავებულ მიხეილ თათარიშვილის მამა, ლადო თათარიშვილი, შვილზე მიმდინარე მუქარის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ჰქონდა ინდორმაცია, რომ სწორედ შვილის შესაძლო დაკავების შესახებ.

არჩევანის ეთერში მან განაცხადა, რომ წელიწადნახევარია, ამ რეჟიმში ცხოვრობენ. მისი თქმით, შვილის დაკავების გაგებისთანავე მივიდნენ სამმართველოში.

„ჩემ შვილს ჩადებითაც კი არ ჩაუდეს. ჩვენ რომ მივედით სამმართველოში, არ გვაჩვენეს, არ აჩვენეს ადვოკატს, ვერაფრით ვერ მოვახერხეთ,“ – განაცხადა ლადო თათარიშვილმა.

მისი თქმით, მტკიცებულებები არის, რომ მისი შვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და არა მარტო, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ.

„ამას არ ითვალისწინებს მილიცია, არ ითვალისწინებს პროკურატურა, არ ითვალისწინებს ამას სასამართლო და სასამართლო ხელს უწყობს, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ეს ყველაზე მთავარია,“ – განაცხადა ლადო თათარიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შვილის დაკავების გაგების შემდეგ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მხოლოდ რუსთავი2 მივიდა.

https://www.youtube.com/watch?v=QdSw2YMKbVo&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video)ჩვენ ვიცოდით ამის თაობაზე და ვიყავით ძალიან ფრთხილად – ელისო კილაძე მისი შვილის დაკავებაზე
შემდეგი სტატიათიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები რუსეთისას შეუერთდება