(Video) გადაუგრიხეს ხელები, მიადეს დანა და ჩატენეს მანქანაში-ანა მარგველაშვილი მიხეილ თათარიშვილის დაკავების დეტალებს ყვება

პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი სურამში, შუაღამისას, სასაუზმეში მიხეილ თათარიშვილის დაკავების დეტალებს ჰყვება. განცხადებებს მომხდართან დაკავშრებით ანა მარგველაშვილი “არჩევანში” აკეთებს. მისი თქმით, თათარიშვილი თბილისში მოდიოდა და მასთან ერთად პრეზიდენტის სიძე და კიდევ ერთი მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. ანა მარგველაშვილის განცხადებით, მიხეილ თათარიშვილი, ოფიციალური ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, არც მარტო იყო და არც სურამის პოლიციაში გადაუყვანიათ.

მარგველაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მიხეილის ნივთები, მანქანა და არც 2 თანმხლები მეგობარი არ გაუჩხრიკავთ და მიხეილ თათარიშვილი პირდაპირ თბილისის სამმართველოში წაიყვანეს.

„18 აბი სუბოტექსის ჩადება ნიშნავს, რომ მორჩა, ადამიანს წირავ, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობისთვის,“ – აცხადებს ანა მარგველაშვილი.

მისი თქმით, მოწმეები, რომლებიც მიხეილ თათარიშვილის დაკავების ფაქტს შეესწრნენ, ძალიან დაშინებულები არიან. ის აღნიშნავს, რომ სასადილოს თანამშრობლემს ჩვენების მიცემამდე ძალიან ეშინოდათ, რომ გამომძებლები მათ დაემუქრებოდნენ.

https://www.youtube.com/watch?v=TMJBO8obOx0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video)პრეზიდენტის შვილი უახლოეს მომავალში სავარაუდო დაკავების ფაქტებს არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია(video)ჩვენ ვიცოდით ამის თაობაზე და ვიყავით ძალიან ფრთხილად – ელისო კილაძე მისი შვილის დაკავებაზე