(+ვიდეო) ვიდეოკადრები დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის ადგილიდან

პირველი ვიდეოკადრები დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის ადგილიდან.
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 5 შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურე კი, თბილისში დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის მკურნალობის კურსს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

https://www.youtube.com/watch?v=zNE6_WrIcCc

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასექსუალური ძალადობის მცდელობა თბილისში – არასრულწლოვანს 3 უცხოელი თავს დაესხა