სექსუალური ძალადობის მცდელობა თბილისში – არასრულწლოვანს 3 უცხოელი თავს დაესხა

ძალადობა არასრულწლოვან გოგონაზე – ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ორგანიზაცია „ქართულ ძალაზე“ დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე საათის წინ სავარუდოდ თურქი ეროვნების სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა ქართველ არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა.

untitled

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული არასრულწლოვანი მომხდარის შემდეგ „ქართულ ძალას“ დაუკავშირდა და უამბო, რომ ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე მას 20-25 წლის 3 მამაკაცი დახვდა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, კედელზე მიარტყმევინეს თავი და სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. არასრულწლოვანი აცხადებს, რომ იყო სექსუალური ძალადობის მცდელობაც, თუმცა მან დახმარების მოთხოვნით ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

„ქართული ძალის“ ცნობით, გოგონა ყვება, რომ მამაკაცები თურქულ ენაზე საუბრობდნენ და შეუძლია თითოეული მათგანის ამოცნობა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ წუთებში არასრულწლოვანი პოლიციაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ვიდეოკადრები დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის ადგილიდან
შემდეგი სტატია(video) სირიისკენ მცურავი რუსული “ადმირალი კუზნეცოვი” ლა-მანშში შევიდა