ჯანდაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების  ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისში გადმოჰყავთ.

მათივე ცნობით, კატასტროფის ეკიპაჟები უკვე დედოფლისწყაროს კლინიკაში გავიდნენ. 27 პაციენტიდან 5 თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, სტაბილურია წნორის კლინიკაში განთასებული 8 პაციენტის მდგომარეობა. მათ შესაბამისი მკურნალობა ადგილზე უტარდებათ და თბილისში გადმოყვანას არ საჭიროებენ.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: კონსტიტუცია გვეკუთვნის ყველას და ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს ყველას თანხმობით
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ვიდეოკადრები დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის ადგილიდან