(ვიდეო) სტამბულში 15 თავდამსხმელის ცემის გამო ,,ირლანდიელ ბოქსიორს,, ასამართლებენ

2015 წელს სტამბულის აკსარაის რაიონში მომხდარი ჩხუბის კარდები მთელი მსოფლიოს ტელევიზიებმა გააშუქეს.
კუვეიტური წარმოშობის ირლანდიელი მოჰამად ფედელდაბოუსი, სტამბულში აკსარაის რაიონში ერთ-ერთ სასტუმროში იყო დაბინავებული. ირლანდიელი ტურისტი შუადღით სასტუმროს გვერდზე მდებარე მაღაზიაში წყლის საყიდლად შევიდა. წყლის ბოთლებით სავსე მაცივრის კარის გაღების დროს, იქ ჩაწყობილი წყლის ბოთლების დიდი რაოდენობა იატაკზე დაცვივდა, რის გამოც მაღაზიის მეპატრონე გაბრაზდა და უცხოელ ტურისტს ხელკეტი ჩაარტყა. ამ ფაქტმა ფიზიკურად ძლერი ირლანდიელი ტურისტი ისე აღაშფოთა, რომ მან მაღაზიის მეპატრონესა და მის დასახმარებლად მისულ 15 ადამიანს ხელჩართული ჩხუბი გაუმართა. კადრებში, რომელიც მაშინ მსოფლიო მედიამ და სოციალურმა ქსელებმა გააშუქეს, კარგად ჩანს, რომ ხელკეთებით, სკამებით, დანით და სხვადასხვა ნივთებით შეიარაღებულმა 15 თურქმა, ირლანდიელი ტურისტის წინააღმდეგ ვერააფერი გაწყო. მუჰამად ფედელბაოსმა ყველას სათანადო პასუხი ისე გასცა, რომ მისი წაქცევაც ვერ მოახერხეს.
ინციდენტის შემდეგ ირლანდიელმა ტურისტმა თუქრ სამართალდამცავებს თავად მიმართა, რის შედეგადაც გამოძიება დაიწყო. ექსპერტიზან ირლანდიელ ტურისტს, მკლავისა და ერთ-ერთი ნეკნის მოტეხილობასთან ერთად დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობაც დაუდასტურა.
ინციდენტიდან 2 წლის შემდეგ, თურქული მედია გამოძიების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თურქეთის პროკურატურა უცხოელი სტუმარზე თავდასხმის მონაწილე მაღაზიის მეპატრონესა და იმავე ქუჩის სხვადასხვა ობიექტიდან მის დასახმარებლად მისულ 15-მდე ადამიანზე 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითხოვს. ხოლო თავად დაზარალებული მოჰამად ფედელდაბოუსისთვის 9 თვიან პატიმრობას. უცნობია რაში ადანაშაულებს ირლანდიელ ტურისტს, რომელიც ბრბოსაგან თავს იცავდა, თურქული მარლთმსაჯულება.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ 2015 წელს ზემოაღნიშნული კადრების გამოქვეყნების შემდეგ, თურქული მედია მოჰამად ფედელდაბოუსს როგორც ,,ირლანდიელ მოკრივეს,, მოიხსენიებდა. თუმცა თურქული ტელეარხის ,,ფოქსის,, ჟურნალისტების მიერ ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ გაირკვა, რომ ირლანდიელი ტურისტი მოკრივე არ ყოფილა და ის მხოლოდ კარგად ნავარჯიშები ადამიანია რომელიც სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიენგურის ხიდზე აღმოსავლეთ პარტინიორობის ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს