“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მმართველი კოალიციის დაშლის ფაქტს ეხმაურება. ტელეკომპანია ,,იბერიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნათელაშვილმა ხელისუფლების წევრები და ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იუდას შეადარა. ,,მმართველი გუნდის წევრები “იუდაზე უზნეოები აღმოჩნდნენ” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“ანგარების საფუძველზე შექმნილი გაერთიანება აუცილებლად დაიშლება.მაგალითად იუდა იყო ზნეობრივი, გაყიდა ვერცხლზე უფალი და შემდეგ თავი მოიკლა და ამ ჩვენს იუდებს, მთლიანად პოლიტიკაში იმის პასუხისმგებლობაც არ აქვთ , რომ ამდენი რამე ავნე ქვეყანას, ამდენი ხალხი გაამწარე და წადი პოლიტიკიდან,”-განაცხადა ,,ლეიბორისტების” პირველმა ნომერმა.
https://www.youtube.com/watch?v=fn9NPbHOz5w&feature=youtu.be