(video) სააკაშვილი ენმ-დან წასულებზე და ივანიშვილის ინტერესებზე-ძნელია არ დაინახო მიზეზშედეგობრივი კავშირი

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ერთი ნაწილის გასვლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ივანიშვილის ინტერესებს უსვამ ხაზს. მისი თქმით ნაციონალური მოძრაობიდან მისი ჩამოშორებით ყველაზე მეტად ივანიშვილი იყო დაინტერესებული, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

„ვიღაცამ ნებით ითამაშა ეს თამაში, ვიღაცამ უნებლიეთ, ვიღაცის ინტერესებს დაემთხვა, ეს სხვადასხვა თემებია, მაგრამ მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩვენ გვებრძვის მინიმუმ 7-8 ოლიგარქი ივანიშვილის ხელა და ივანიშვილზე დიდიც, მე ძალიან კარგად ვიცი როგორ მოქმედებენ ოლიგარქები, თუკი რამე არ ვიცოდი აქ ყველაფერი ზეპირად ვისწავლე. ესეთი პროცესები როცა მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, მითუმეტეს ძალიან მნიშვნველოვანში, ოლიგარქი არ არსებობს რომ არ ჩაერიოს, რომც არავინ არ ეკითხებოდეს, აუცილებლად ჩაერევა, მითუმეტეს ოლიგარქი რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, მოგისყიდოს.

“მე ვერავის ესე ხელს ვერ დავადებ, მე ერთი რამე ვიცი ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში, ინტერესები თუ დაემთხვა სამწუხაროა, თუ ვინმე ნებით მუსაპბდა, ეს კიდევ უფრო მძიმეა, მაგრამ არც პირველი და არც უკანასკნელი ჩემი კარიერის განმავლობაში,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=ntbEJ1mtm_g&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video)”სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში”- სააკაშვილი
შემდეგი სტატია(video) “ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე”- სააკაშვილი უგულავაზე