(video) ნიცას ტრაგედიის 3D რეკონსტრუქცია

მედიაში ნიცაში მომხდარი ტრაგედიის 3D რეკონსტრუქცია ვრცელდება.
ვიდეოზე ნიცას მოვლენების მსვლელობაა ასახული, თუ როგორ შედის სატვირთო მანქანა ტროტუარზე და ხოცავს ხალხს.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია დღეს დილით ადრე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანქანა ზიგზაგებით მოძრაობდა, ამიტომ იფიქრეს, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თვითონ კი ცუდად გახდა. რამდენიმე ხანში, როცა მძღოლმა, როგორც შემდეგ გაირკვა, ტუნისელმა ფრანგმა, სროლა დაიწყო, პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა.
მომხდარი შეფასდა როგორც ტერაქტი.
გარდაცვლილია 84 ადამიანი. კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 18.

სამხრეთ საფრანგეთში გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: “რუსთავი 2”-ის თემა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც
შემდეგი სტატია(video) გიორგი მარგველაშვილი: ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ