(video) გიორგი მარგველაშვილი: ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

საქართველოს პრეზიდენტმა, ფრანგ ხალხს ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ფრანგი ხალხის ტკივილს ქართველი ხალხი იზიარებს და მათ გვერდით დგას.

პრეზიდენტმა გლობალურ უსაფრთხოებასა და საქართველოს როლზე ისაუბრა.

“ეს მოვლენა ნიშნვას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში როგორ მოიქცეს. საქართველო ამ თალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, 14 ივლისს, ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.

https://youtu.be/WAsgbQi7HUA

banner
წინა სტატიაში(video) ნიცას ტრაგედიის 3D რეკონსტრუქცია
შემდეგი სტატია(video) ნიცას ტერორისტის ლიკვიდაციის პირველი ვიდეომასალა გავრცელდა