გიორგი მარგველაშვილი: “რუსთავი 2”-ის თემა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 15:26

გიორგი მარგველაშვილი: “რუსთავი 2”-ის თემა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მარგველაშვილის თქმით, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე, რუსთავი 2-ის საქმისადმი ინტერესი მაღალია. პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქვეყნის იმიჯს უკავშირდება.

„რუსთავი 2-ის თემა აქტუალურია და განიხილება საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების კონტექსტშიც. ბუნებრივია რუსთავი 2-ის თემა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც. მე მაქვს დარწმუნებულობა, რომ იქნება ისეთი, რომელიც არ დაბადებს კითხვის ნიშნებს, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მინდა გავახსენო საზოგადოებას, კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით რა კომენტარებს აფიქსირებენ პოლიტიკოსები ამ საქმესთან დაკავშირებით, არა ერთი მომისმენია ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში. მე არ გავაკეთებ საქმეზე კომენტარს, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, რომ საქმეზე კომენტირება არ გავაკეთო, მაგრამ იმას დაგიდასტურებთ, რომ კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა დედაქალაქში სვამენ. შესაბამისად, მე მაქვს იმედი, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც მოხსნის ამ ყველა კითხვის ნიშნებს,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 15, 2016 15:26