(ვიდეო) მოსკოვში სავაჭრო კომლექსი იწვის

მოსკოვში იწვის სავაჭრო კომლექსი “სინდიკა”. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მიწისქვეშა გარაჟში რამდენიმე ავტომანქანა აფეთქდა და პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმა. ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო ТАСС. ინფორმაციის თანახმად, ჩამოინგრა სავაჭრო კომპლექსის ჭერი. ხანძარი შენობას გაუჩდა დღისით, კერძოდ აალება მოხდა კომპლექსის ქვედა სართულზე, შემდეგ ცეცხლი მიწისქვეშა პარკინგს მოედო და საერთო ჯამში 50 ათასი კვადრატული მეტრი მოიცვა. ადგილზე 100 მეხანძრეა მობილიზებული. მათ ეხმარება ორი ვერტმფრენი. სავაჭრო ცენტრიდან განხორციელდა 300 ადამიანის ევაკუაცია. სავაჭრო კომპლექსი “სინდიკა” ვაჭრობს სამშენებლო-სარემონტო მასალებით

https://youtu.be/DR9Vemh1kZE

banner
წინა სტატიაშიბერლუსკონიმ პუტინს საბნის პირი აჩუქა
შემდეგი სტატიაყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილში