(ვიდეო) მაია ფანჯიკიძე: არასდროს ვიტყოდი იმას, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე მნიშვნელოვანია

არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი იმას, რომ ჩვენთვის აზერბაიჯანი სომხეთზე მნიშვნელოვანია – ამის შესახებ დღეს ერევანში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ კონფერენციის “უახლოესი გამოწვევები: ნატო უელსიდან ვარშავამდე და შემდეგ” დაწყებამდე განაცხადა -წერს სომხური მედია.

სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრისას, ფანჯიკიძემ აღნიშნა: “აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობები გვქონდა სომხეთთან და პოლიტიკური კუთხითაც არანაირი პრობლემა არა გვაქვს”. მან იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკური კუთხითაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება.

https://youtu.be/ZZyj18Os6Hs

banner
წინა სტატიაში“ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ”
შემდეგი სტატიაკიევში ახალგაზრდა წყვილის გატაცების ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)