(video) მაია ასათიანი: “დე, ძალიან მენატრები”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2017 23:09

(video) მაია ასათიანი:  “დე, ძალიან მენატრები”

ტოკშოუ “პროფილი” ეთერში დაბრუნდა. ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ – პირველი გადაცემა სწორედ ამ თემას მიეძღვნა. გადაცემა ტელეწამყვან მაია ასათიანის ემოციური მონოლოგით დაიწყო.

“ძალიან რთული იყო თქვენამდე მოსასვლელი გზა და მე მოვედი. არ ვიცი, რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს და როგორ გამოხატავენ მადლიერებას, მაგრამ თუ მე გადავრჩი, თუ ფეხზე დადგომა, სიცოცხლის გაგრძელება და თქვენთან მოსვლა შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაა. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
თავიდან ვისწავლე სუნთქვა, დილით თვალის გახელა, სიარული, საუბარი და ყოველ ახალ დღესთან შეხვედრა, ჩემი შვილის გარეშე. არასდროს ვსაუბრობდი ნუცაზე საჯაროდ. მეშინოდა, ხმამაღლა მეთქვა, როგორი წარმატებული შვილი მყავდა. მინდოდა ის ჩემკენ წამოსული ტალახისგან დამეცვა. მე ახლა ვდგავარ თქვენს წინაშე და აღარ მეშინია.
ამ ორი თვის განმავლობაში, ბევრი კითხვა იყო და მე მოგიყვებით ჩემს ამბავს. 20 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. 18 წელი ვიყავით ერთად – “დე, ძალიან მენატრები” – ეს იყო, რაც ბოლოს მითხრა. მერე იყო სიკვდილი. ალბათ ბევრი დასვამს კითხვას, რატომ დავბრუნდი და რა დროს დაბრუნება იყო, მაგრამ აქ არის ორი გზა – ან ცოცხლად სიკვდილი, ან ცხოვრების გაგრძელება. მეორე უფრო რთულია, მე მეორეს ვირჩევ. დავბრუნდი და თუ შენ ახლა მიყურებ, გპირდები, დღეის შემდეგ ვერასდროს იგრძნობ, რომ ჩემს უკან დიდი ტრაგედიაა, არასდროს დაგამძიმებთ ჩემი ტრაგედიით. დავბრუნდი იმიტომ, რომ თქვენი პრობლემების გვერდით ვიდგე. დღეს მე ცხოვრებას თავიდან ვიწყებ”.

 

https://youtu.be/hrTlCeKWMSE

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2017 23:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,222
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics