(+ვიდეო) კერის და ლავროვის სიტყვიერი დაპირისპირების ვიდეო გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვიერი დაპირისპირებაა აღბეჭდილი.
შემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას თავი პარალელურ სამყაროში ეგონა – გამოსვლა სირიაში სიტუაციას შეეხებოდა. აშშ-სა და რუსეთს შორის სირიის საკითხში ურთიერთობა ჰუმანიტარული ტვირთის დაბომბვის შემდეგ დაიძაბა, რომელიც 19 სექტემბერს ალეპოში მოხდა.
ლავროვმა თავის გამოსვლაში 19 სექტემბრის ინციდენტის საგულდაგულოდ გამოძიებისკენ მოუწოდა გაეროს, სადაც ის სიტყვით გამოვიდა და დაამატა, რომ აშშ-რუსეთის შეთანხმება, რომელსაც მათ 9 სექტემბერს მიაღწიეს, საკითხის კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში იმუშავებს.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობას მხოლოდ სირიის სამთავრობო არმია იცავდა, ოპოზიციამ კი შეთანხმება 300-ჯერ დაარღვია.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოსვლის შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის სურვილების არ სჯერა სირიაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული და რუსული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ჰუმანიტარული ტვირთის დაბომბვაში. გერმანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ სიტუაციაში მას საკუთარი “ეჭვმიტანილი” არ ყავს.

banner
წინა სტატიაშიგორში, კომბინატის დასახლებაში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს