13 დეკემბერს აფხაზეთის ქალაქ გუდაუთაში დაიწვა კაფე „ბალკონი“. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი გამოიწვია აფეთქებამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა დილის 5 საათზე. კაფე „ბალკონი“ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობდა და მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობდა.
მომხდარ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელებში. ხალხი ეჭვობს, რომ კაფეს განზრახ წაუკიდეს ცეცხლი. გავრცელებული ინფორმაციით, მარადიორები ცდილობდნენ კაფედან გაეტანათ გადარჩენილი ავეჯი და ნივთები.
მიმდინარეობს გამოძიება. ოფიციალური კომენტარი ჯერ არ კეთდება.
https://youtu.be/uO03C9dkMMg