(Video) ერთი წელი გავიდა ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან

ეთერ კაკულია: ვწუხვარ, რომ ვარ სნეული და არ შემიძლია, თქვენს გვერდით ვიყო

ეთერ კაკულიას 30 ივნისს დაკრძალავენერთი წელი გავიდა ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან.

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო. ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნებისაქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ეთერ კაკულიას  ხსოვნა  დიდხანს დარჩება ჩვენს,  იმათ გულებში, რომელთაც ცხოვრების აზრად  ხელოვნებისთვის თავდადება, უმთავრეს აზრად უქცევია…..

 

https://youtu.be/XVHQEGLPpg4

banner
წინა სტატიაშისოფელ კოკში ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატია(VIDEO) არაპროფესიონალურად ნამღერი საქართველოს ჰიმნი