(ვიდეო) დონალდ ტრამპისგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე საკმაოდ მკაფიო გზავნილები მივიღეთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე საკმაოდ მკაფიო გზავნილები მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და მომავალ 25 წელზე ვისაუბრეთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ საკამოდ მყარი გარანტიები მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა და საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე გვქონდა. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთოებები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა ამერიკისგან, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც შემდგომ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით გაგრძელდა.

პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ საკმაოდ მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

https://youtu.be/7gfmDNQNkI0

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის დონალდ ტრამპის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიატრამპი კვირიკაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა