(video) ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

”რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, რათა არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში.
საქართველომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს თავის შეიარაღებული ძალები და ამას ვახორციელებთ. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე – გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორმატად იქცა