ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს ბოდიშს უხდის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს რეორგანიზაციის პროცესის გამო არსებული შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის. ამასთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
,,მოგეხსენებათ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რის გამოც ხშირად ფერხდება ვეტერანებისთვის საჭირო დახმარების გაწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, ავუხსნათ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საპატიო ადამიანებს, რომ ამ რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ შესაბამისი დეპარტამენტები და განყოფილებები სრული დატვირთვით იმუშავებენ.
ამიტომ გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს, ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისათვის და გარწმუნებთ, როგორც კი დასრულდება რეორგანიზაცია, ჩვენ ისევ სრული დატვირთვით, თქვენზე გამუდმებული ზრუნვის მოტივაციით შევძლებთ თქვენი პრობლემების მოგვარებას“,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

banner
წინა სტატიაში,,პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად ცნობილი ხერხია, გააკეთო ისეთი განცხადებები, რომელიც ყურადღებას მიიქცევს”
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე არმაზ ახვლედიანზე – ჰაერზე ყველამ შეიძლება ყველაფერი განაცხადოს