მანანა კობახიძე არმაზ ახვლედიანზე – ჰაერზე ყველამ შეიძლება ყველაფერი განაცხადოს

ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, რა თქმა უნდა, არის საფუძველი, რომ რეაგირება მოხდეს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომელიც სუს-ის მხრიდან მისი ახლობლების დაშანტაჟების თაობაზე ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, არმაზ ახვლებიანმა უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს იმისთვის, რომ მათ შესაბამისი ფაქტი გამოიძიონ.
„თუმცა, არაერთხელ მსმენია არაერთი ადამიანის მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადება, რომელიც შემდეგ არ დადასტურდა, შემდეგ ამ განცხადებებს თავად არ მიყვებიან ბოლომდე და ჰაერში ქრება ხოლმე ასეთი განცხადებები. ზოგჯერ შეიძლება ისინი პოლიტიკური თვალსაზრისითაც კეთდებოდეს. ყველაფერს სჭირდება დადასტურება, ფაქტები და მტკიცებულებები. ჰაერზე ყველამ შეიძლება ყველაფერი განაცხადოს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

banner
წინა სტატიაშივეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს ბოდიშს უხდის
შემდეგი სტატია,,ვფიქრობ, კითხვაზე: უნდა გადავყაროთ არსებული ვიზები თუ არა, პასუხი დადებითი იქნება”