,,პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად ცნობილი ხერხია, გააკეთო ისეთი განცხადებები, რომელიც ყურადღებას მიიქცევს”

ზვიად ძიძიგურ

პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად ძალიან ცნობილი ხერხია, გააკეთო ისეთი განცხადებები, რომელიც ყურადღებას მიიქცევს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ახლობლებს სუს-ის წარმომადგენლები აშანტაჟებენ.
ძიძიგურის მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ არმაზ ახვლედიანი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების შედეგებს დაელოდება.
”ბატონი არმაზი არის კვალიფიციური ადამიანი და მას შეუძლია ამ განცხადებების პარალელურად დაიწყოს სამართლებრივი და იურიდიული ნაბიჯების გადადგმა. მიმართოს პროკურატურას, საგამომძიებლო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და მოხდეს შესწავლა. პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად ერთი ძალიან ცნობილი ხერხია – გააკეთო ისეთი განცხადებები, რომელიც ყურადღებას მიიქცევს. ამ განცხადებებს კი მერე ვერავინ გაარკვევს, მართალია თუ ტყუილი. ამ ეჭვების გამორიცხვისთვის, საჭიროა ბატონმა არმაზმა მიმართოს იურიდიულ ზომებს. შეიძლება მას ასე ეჩვენება, შეიძლება ესმის ის სუბიექტური მოსაზრება, შეიძლება ნამდვილიცაა, ამიტომ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, ამიტომ ბატონმა არმაზმა უნდა მიმართოს პროკურატურას”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

banner
წინა სტატიაშიvideo ჟურნალისტები გიორგი ისაკაძის მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს ბოდიშს უხდის