ვერეს ხეობაში წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს

10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40წთ-ში 34-მმ ნალექი მოვიდა. 21:00 სთ-ზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„აქვე განვმარტავთ, რომ წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170სმ-ია. თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასა არსებული მდგომარეობა, პრევენციის მიზნით, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

სპეციალისტების რეკომენდაციით ამჟამად წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების აღნიშნულ ტერიტორიას სწავლობენ და ამის შემდეგ გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმინისტრი “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაპოროშენკო: მშვიდობით დაუბანელო რუსეთო