ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას, გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, უსაფუძვლოს უწოდებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

„ამ საკითხზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო? დავით ჭიჭინაძეს თავისი პოზიცია და ვარაუდი აქვს, როგორც ვხედავთ. მას ვერ დავეთანხმები. ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ მთავრობა დიდ ნდობას ვერ მოიპოვებს, ავტორიტეტული არ იქნება, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად კი, ჭიჭინაძის თქმით, „2020 წლამდე ვერ მივალთ და ქვეყანას მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიყვანთ, კრიზისის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება კი, ვადამდელი არჩევნებია“.

banner
წინა სტატიაშიმესამე დაჭრილი, მესამე დანა და გამქრალი მტკიცებულებები – მწვავე კითხვები დეტექტივ-გამომძიებლებს
შემდეგი სტატიაწეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა