“ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს სიის პირველ ნომრად” – ლევან ბერძენიშვილი

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობას ამ ეტაპზე მთავრობის შემადგენლობის დასახელებულ კანდიდატებზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირს. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი იყოს.

„ისევე როგორც ახალი ენერგია შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვითონ გადადგა და ენერგიული პრემიერმინისტრი შემოვიდა, ამ სამ წელში ძლიან ბევრი რამ გაკეთდა. წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი ახალი ენერგია არის საჭირო,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლევან ბერძენიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ღარიბაშვილს პარტიული სიის პირველ ნომრად ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს სიის ნომერ პირველად და მაშინ ვერ ვხედავ მისი გადადგომის მიზეზებს, აქ რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭირე, არ ვიცი ვინ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, მე ასეთი ინფორმაცია სიის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის მანამდე იყო საინტერესო, სანამ პრემიერი იყო, დანარჩენი მისი პირად ბედია,“- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა კი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს.

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილი: გადადგომის მიზეზები განმარტა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა
შემდეგი სტატია“ივანიშვილის ბადეს მოყვა ღარიბაშვილი, ის დასაჯეს, თუ რატომ, ამას გეტყვით ხვალ,” – მამუკა კაციტაძე