“ვერ ვხედავ აქ ჩასაძიებელ თემებს“ – ქანთარია ზურაბიშვილის კამპანიისთვის გადარიცხულ ფულზე

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მედიკოსების მიერ გადარიცხული ათასობით ლარის გადარიცხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების გამოეხმაურნენ.

მათთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გაღებულმა თანხამ აჟიოტაჟი.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, ნუკრი ქანთარიას, განცხადებით, ვისაც აქვს შესაძლებლობა და მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, ყველას შეუძლია თანხის გადარიცხვა და ამაში ჩასაძიებელს ვერაფერს ხედავს.

„ვისაც აქვს ამის საშუალება და სურვილიც აქვს და ის ოცნებას მხარს უჭერს, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ რაღაც შეავსონ ის კამპანია ფინანსურად, რასაც ეწევა ქალბატონი სალომე. ამიტომ ვერ ვხედავ აქ ჩასაძიებელ თემებს,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიამეორე თბილისობისთვის კალაძესა და ივანიშვილს დედაქალაქიდან ისევე გავაძევებთ, როგორც დიდმა დავით აღმაშენებელმა გააძევა აქედან არაბი ამირა – შალვა ნათელაშვილი