ვენესუელა ეროვნული ბანკის 15 ტონა ოქროს ემირატებში გაყიდის

ვენესუელა უახლოეს დღეებში საკუთარი საცავებიდან 15 ტონა ოქროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ევროში გაყიდის – reuters-ი კარაკასში საკუთარ წყაროებზე დაყრდონით წერს. წყაროს ინფორმაციით, ოქროს რეზერვის გაყიდვა 26 იანვრიდან, ქვეყნიდან 3 ტონა ოქროს გატანით დაიწყო. გასულ წელს ვენესუელამ თურქეთს 900 მილიონის ოქრო მიყიდა.
სულ, თებერვალში 29 ტონა ოქროს გაყიდვა იგეგმება, რომელიც კარაკასის საცავებში ინახება, რომ ამით პირველადი მოხმარების საქონლის შემოტანა მოხდეს ქვეყანაში – ამბობს საინფორმაციო სააგენტოს წყარო.

31 იანვარს გავრცელდა, რომ მოსკოვში კარაკასიდან თვითმფრინავი Boeing 777 დაბრუნდა, რომელიც საიდუმლო მიზნებით ჩავიდა ვენესუელაში. კომპანია Nordwind Airlines-ის თვითმფრინავი 31 იანვარს დაფრინდა ვნუკოვოს აეროპორტში. თვითმფრინავი, Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელადან დილით გამოფრინდა. გარდა ამისა, სატვირთო Boeing 757-იც ჩაფრინდა ვენესუელაში. ორ ქვეყანას შორის რეგულარული რეისები არ არსებობს. კრემლმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თვითმფრინავების შესახებ არაფერი იციან..

ვენესუელელემა დეპუტატმა ხოსე ჰერამ, რომელიც ადრე ცენტრალურ ბანკში ეკონომისტად მუშაობდა, ივარაუდა, რომ შესაძლებელია, ქვეყნის ოქროს რესურსები რუსეთში გაიტანეს. ეროვნულმა ასამბლეამ, სადაც უმეტესად ოპოზიციაა, ჰერის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ მოსკოვში მინიმუმ 20 ტონა ოქრო გაიტანეს. “ეს ოქრო ცენტრალურ ბანკს არ ეკუთვნის, ის ხალხის საკუთრებაა” – აცხადებენ ოპოზიციაში.

ქვეყანაში პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: რა ხდება ილორში და დრანდაში?! ვინ დააზიანა და გადაარუსა ეს დიდისტორიული ტაძრები?
შემდეგი სტატიატრამი რუსეთთან ახალი სარაკეტო შეთანხმების დადებაზე ფიქრობს