ტრამი რუსეთთან ახალი სარაკეტო შეთანხმების დადებაზე ფიქრობს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთტან შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით ახალი სარაკეტო მოშეთანხმების ადდება სურს – Reuters-ი წერს. “იმედი მაქვს შევძლებთ დიდ და ლამაზ ოთახში შევიკრიბოთ და ახალი სეტანხმება დავდოთ, რომელიც ბევრად უკეთესი იქნება. ცხადია, მე ასე ვისურვებდი” – ტრამპმა თქვა.
ადრე ამერიკელმა ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი მშვენიერი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბებას სეძლებენ. მისი თქმით, ვაშინგტონი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, რომ სარაკეტო შეიარარების რეგულაციებში შეთანხმებას მიაღწიონ.

1 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა.
შეთანხმება 30 წელზე მეტი ხანი ფუნქციონირებდა. ის 1987 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის გაფორმდა. საშუალო და ახლო მანძილის რაკეტები მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგანაც მიზნამდე მისასვლელად რამდენიმე წუთი სჭირდებათ ისე, რომ მეორე მხარეს თავის დაცვის საშუალებას არ უტოვებს.

banner
წინა სტატიაშივენესუელა ეროვნული ბანკის 15 ტონა ოქროს ემირატებში გაყიდის
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ესენი რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის?