ვეგანმა საფრანგეთში ხორცის რესტორანი დაარბია

საფრანგეთის ქალაქ გრენობლში უცნობი პირი რესტორან La Boucherie თავს დაესხა. რესტორანი ხორციან კერძებზეა სპეციალიზირებული. უცნობმა პირმა კედელზე წარწერა დატოვა, სადაც მოუწოდებს, რომ არ ჭამონ ხორცი – ფრანგული Le Dauphine Libere ავრცელებს.
პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ შემთხვევა წუხელ მოხდა. რესტორანს 14 ფანჯარა ჩაუმსხვრიეს. წინასწარი მონაცემებით, თვითმხილველებმა დაინახეს მამაკაცი, რომელიც შავებში იყო ჩაცმული და ქუდი ეხურა. რესტორნის მესვეურები თვლიან, რომ დარბევა მათმა კონკურენტებმა მოაწყვეს, ვეგანური ლოზუნგი კი თვალის ასახვევად გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშისავარაუდოდ დამწვარია 3000 კვადრატულ მეტრ ფართობამდე
შემდეგი სტატიაევროპაში დიდთოვლობაა (ფოტო)