ვატო შაქარაშვილი: ჩვენთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის, ჯალათების უხეში „გაპრავება“

„სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახვედვის უხეშ მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე- ჩინჩალაძის-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჩვენთვის მიუღებელია პრინციპულად ღისეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და „ნაცებად“ სახელდების მცდელობა. ჩვენთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის, ჯალათების უხეში „გაპრავება“ ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებთან რომელიც სულ ახალახანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13აპრილს 14 საათზე, ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებას. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც თვლის რომ ეს უპირსექტივო წრე გასარღვევია. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი სადაც მოძალადე და მედროვე კი არ ფასდება, არამედ ღირსეული სამართლიანი და პრინციპული ადამიანი. შემოგვერთდით 13 აპრილს 14 საათზე ფილარმონაიში – დაიცავი საქართველო“ -განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმშრალი სავაგონო და საკონტეინერო ტვირთბრუნვა გაიზარდა
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ და თეთრ ფირს გადააკრავენ