ვასო ურუშაძე: თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია მაინც შეასრულებს ფრენებს, თუნდაც რუსეთის ტერიტორიიდან სოხუმის მიმართულებით, ის დაარღვევს საქართველოს კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”

„სოხუმს ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტი.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.

„დიახ, ძალიან მალე, როცა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სოხუმს ნამდვილად ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი აეროპორტი და ის მოემსახურება მგზავრებს მთელი მსოფლიოდან.

აფხაზეთი გახდება სამოთხე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ იცხოვრებს და დასასვენებლად ჩავა, სოხუმი კი ერთ-ერთი ყველა სწრაფად განვითარებადი ტურისტული ქალაქი მსოფლიოში, ისეთივე როგორიც დღეს ბათუმია.

ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მას შემდეგ რაც დამარცხდება ბოროტების იმპერია, პუტინის ტერორისტული და კაცთმოძულე რეჟიმი, მას შემდეგ რაც აფხაზეთი კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი. აღნიშნული ქმედება ემსახურება კრემლის ინტერესებს, როგორმე გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს და შეინარჩუნონ მიტაცებული ძალაუფლება.

აღსანიშნავია, რომ ᲛᲐᲜᲐᲛ, ᲡᲐᲜᲐᲛ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲤᲔᲓᲔᲠᲐᲪᲘᲐᲡ ᲐᲥᲕᲡ ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ქვეყნის ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲘ, ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝᲓ, ᲐᲛᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐ ᲨᲔᲣᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ.
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲜᲔᲑᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ ᲨᲔᲣᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲡᲝᲮᲣᲛᲘᲡ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲛᲐ ᲛᲘᲘᲦᲝᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ. ᲐᲛᲐᲡ ᲛᲙᲐᲪᲠᲐᲓ ᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲐᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲝ ᲐᲕᲘᲐᲪᲘᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ (ICAO), ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲤᲮᲐᲖᲔᲗᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲐᲓ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲡ. ᲘᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛ ICAO-Მ ᲡᲝᲮᲣᲛᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲡ ᲛᲘᲐᲜᲘᲭᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲘ ᲙᲝᲓᲘ, ᲛᲐᲡᲖᲔ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲝ ᲐᲕᲘᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲡᲪᲔᲡ ᲕᲐᲠᲒᲘᲡᲝᲑᲘᲡ ᲡᲔᲠᲗᲘᲤᲘᲙᲐᲢᲘ ᲓᲐ ᲛᲣᲓᲛᲘᲕ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ ᲒᲐᲜᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲝᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ ᲔᲥᲡᲞᲚᲣᲐᲢᲐᲪᲘᲐᲖᲔ ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲝᲑᲐ, ᲠᲐᲪ ოკუპაციის პირობებში ᲨᲔᲣᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ.

მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია მაინც შეასრულებს ფრენებს, თუნდაც რუსეთის ტერიტორიიდან სოხუმის მიმართულებით, ის დაარღვევს საქართველოს კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და წინააღმდეგობაში მოვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებთან. აღნიშნული კი გახდება პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ რუსულ ავიაკომპანიებს რომლებიც იფრენენ არაღიარებულ სოხუმის აეროპორტში შეეზღუდოთ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა.“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია ავრცელებს სპეციალურ განცხადებას რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის მითვისებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპრემიერი ჩინეთში ვიზიტზე – ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება