ვაშინგტონმა მადრიდი ღალატში დაადანაშაულა

ვაშინგტონმა მადრიდი ღალატში დაადანაშაულა

madridiაშშ-მ ესპანეთს ბრალი ღალატში დასდო იმის გამო, რომ მადრიდი რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს უფლებას აძლევს ესპანურ ნახევარკუნძულ სეუტში შევიდნენ, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაშია, გიბრალტარის მოპირდაპირედ – “თაიმსი” წერს.
“ნებართვა, რომელიც ესპანეთმა რუსულ გემებს მისცა, ნატოს სოლიდარობას არყევს” – განაცხადა კონგრესმენმა ჯო პიტსმა.
მისი თქმით, “ალიანსს ცხადი სტრატეგია უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ მოსკოვს ეს წვდომა შეუჩეროს”
გამოცემას ამერიკის სამხედრო ექსპერტების სიტყვები მოყავს, სადაც ისინი ამბობენ, რომ სეუტა, ფაქტობრივად, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში რუსეთის სამხედრო ხომალდების ბაზა გახდა.
მადრიდი, თავის მხრივ აცხადებს, რომ რუსული ხომალდების მიღება “რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის დარღვევა არ არის”.

banner
წინა სტატიაშითურქეთის საგარეო უწყება: აშშ “ორმაგ სტანდარტებს იყენებს და თვალთმაქცია”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ვფიქრობ, ვენეციის კომისია მოიწონებს გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტი აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნომინაციაში