თურქეთის საგარეო უწყება: აშშ “ორმაგ სტანდარტებს იყენებს და თვალთმაქცია”

თურქეთის საგარეო საქმეთა მდივანმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აშშ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა და მას “თვალთმაქცი” უწოდა – Hürriyet Daily News-ი წერს.
საგარეო მინისტრის უხეში გამონათქვამები გამოიწვია აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეების ფოტოებმა, სადაც მათ სირიელი ქურთების ნიშნები აქვთ გამოყენებული უნიფორმებზე.
“ეს მიუღებელია, როცა ქვეყანა, თურქეთის მოკავშირე, ქურთების ნიშნებს იყენებს. ჩვენ ამაზე რეაქცია გვაქვს. ეს მიუღებელია” – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, აშშ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ცდილობს მთავარი მოთამაშე იყოს. “მაშინ, ჩვენ მათ ვურჩევთ, სირიის სხვა რეგიონებში გამოჩენისას “ისალმური სახელმწიფოს” ნიშნები გამოიყენონ, ან “ალ-ქაიდასი”, ან “ჯაბატ ან-ნუსრის”, აფრიკაში კი “ბოკო ჰარამის” – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ, აღნიშნული ფოტოების კომენტირებისას, პენტაგონის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები ასეთ მეთოდებს შესანიღბავად იყენებენ. “როცა ისინი მოქმედებენ კონკრეტულ რეგიონში, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ ხელშია, მათ შორის, იმისათვის, რომ სხვებისგან არ გამოირჩნენ, ეს თავდაცვის და უსაფრთხოების მექანიზმია” – განაცხადა კუკმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა
შემდეგი სტატიავაშინგტონმა მადრიდი ღალატში დაადანაშაულა