ბიბისი: ვაშინგტონი საქართველოს 10 მილიონს მისცემს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 1, 2016 20:34

ბიბისი: ვაშინგტონი საქართველოს  10 მილიონს მისცემს

საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა და აშშ-ს სამხედრო უსაფრთხოების სამსახურმა ხელი მოაწერეს საქართველოსთვის საზღვრების დაცვის მიზნით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას, ბიბისის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს შსს ავრცელებს ინფრომაციას.

საზღვრის განმტკიცება სომხეთის მხარეს მოხდება. “2017 წლის მარტამდე საქართველო-სომხეთის საზღვარი მთლიანად განახლდება დაკვირვების სისტემებითა და ტექნიკური საშუალებებით” – ბიბისი საქართველსო შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ციტირებს.
ხელშეკრულებას ხელი ამერიკულ უწყებაში ვიზიტისას მოეწერა. ხელშეკრულების ფარგლებში დაცვის სისტემებით აღიჭურვება ასევე ქედას და კასუმლოს სასაზღვრო სექტორები, რომლებიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ადრე თურქეთში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი საზღვრიდან ჩრდილოეთით ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები გადაადგილდებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 1, 2016 20:34