“ვაშაძის გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება და ემსახურება ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური გიორგი ვაშაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას ემაურება და აცხადებს, რომ არ არსებობს არც ერთი მიზეზი და არც ერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს.

”ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”, – წერს წიკლაური სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.

 

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“: გიორგი ვაშაძემ პარტია საარჩევნო სიის გამო დატოვა
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია