ზვიად ძიძიგური: ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის აზრით, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძის წასვლა შესაძლოა პარტიაში არსებულ კრიზისზე მეტყველებდეს.

”გიორგი ვაშაძე არ იყო ”ნაციონალური მოძრაობის” რიგითი წევრი, ის იყო ახალგაზრდა ლიდერი და მისი მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. ის რომ, ‘’ნაციონალურ მოძრაობაში’’ არის ერთკაციანი მმართველობა, არ არის ახალი – ეს ერთი კაცი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ დედიმისის შვილია და ”ნაციონალურ მოძრაობაში” რამე გაბედონ მისი სიტყვის გარეშე,’’- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი მმართველი პარტიის მხრიდან გიორგი ვაშაძესთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, ძიძიგურის თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

”ჯერ კარგად წავიდეს და მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. ამ ეტაპისთვის რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი არასერიოზული მგონია”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

banner
წინა სტატიაში“ვაშაძის გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება და ემსახურება ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრწყინვალე სახეები ტოვებენ