„ნაციონალური მოძრაობა“: გიორგი ვაშაძემ პარტია საარჩევნო სიის გამო დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიიდან გიორგი ვაშაძის წავლის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ გიორგი ვაშაძე პარტიის საარჩევნო სიის ათეულში ვერ მოხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა, სიის სათავეში ადგილი საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს დაუთმონ, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში.
ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი – აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერმოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.
ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და ამით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილის ვერ უშველის. ჩვენს მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებს დავამარცხებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: სიის ათეულში არმოხვედრის გამო ვაშაძის განაწყენება უპასუხისმგებლოა
შემდეგი სტატია“ვაშაძის გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება და ემსახურება ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”