ვაშაძე: მივიღეთ გარანტია, მიშელის დოკუმენტის შესრულებაში ევროკავშირის მხარდაჭერა გვექნება

“დღეს მივიღეთ გარანტია იმის, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით და სხვა მიმართულებითაც, რომელიც ამ დოკუმენტშია გაწერილი”, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხებოდა 5-6 ივლისის მოვლენებსაც. როგორც ვაშაძე ამბობს, ოპოზიციის წევრებმა მიშელს კონკრეტული ძალადობების ფაქტებზე და პოლიციის უმოქმედობაზე უამბეს.

“რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის უმძიმესი ძალადობის ფაქტებზე, კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არათუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, ყველა ეს კომპონენტი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე, არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას შესაძლებლობა, გადაუხვიოს ევროკავშირისკენ ინტეგრაციისკენ პროცესს და რატომ უნდა მას, რომ გადაუხვიოს – დემოკრატიული განვითარება ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში, ქართულ ოცნებას კი უნდა, რომ ყველა ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება, ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.

ბატონმა მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან, გაცილებით მკაცრი იქნება მისი ლაპარაკი კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ მიშელის დოკუმენტთან ერთად, გამოვკვეთეთ გზა, ევროპული ინტეგრაციის და სამწუხაროდ, ოცნება სისტემურად ცდილობს, რომ დაარღვიოს და გადაუხვიოს გზას. რომ დავაბრუნოთ უკან კალაპოტში, ამაში მოგვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები”, – ამბობს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელუსუფლების მხრიდან
შემდეგი სტატიაშარლ მიშელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სასურველია, 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია