ვაშაძე – მიშელის დოკუმენტის შესრულება, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა იგვიანებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა იგვიანებს.

მისივე თქმით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს კორუფციასა და სასამართლო სისტემაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ პირებსა და სხვა საკითხებზე.

„შარლ მიშელის დოკუმენტის სწრაფი შესრულება, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა იგვიანებს, რაც უკვე ფაქტია. „ქართულ ოცნებას“ ველოდებით, რადგან მარტო ჩვენი ხელმოწერები არ იქნება საკმარისი, სწრაფად უნდა დავიწყოთ. ასევე, ვისაუბრებთ ორ მთავარ პრობლემაზე, რაც არის კორუფცია და სასამართლო სისტემა, რომელიც ანგრევს ქვეყანის ეკონომიკას, აღარიბებს ხალხს. სწორედ მათი მხრიდან რეფორმებზე წნეხი არის ერთ-ერთი გზა, რათა რეფორმები განხორციელდეს. მესამე საკითხს დავაყენებ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე, ვისაუბრებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაკავებული არიან ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა. მინდა, მათ დახმარება ვთხოვო, რომ ეს ადამიანები როგორმე გამოვიხსნათ. ასევე ვისაუბრებ იმასე, რაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ხდება, ყველა შოკში ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმიქანაძე – დროებითი საგამოძიებო კომისია დღეიდან მნიშვნელოვან პროცესს იწყებს
შემდეგი სტატიასაქსტატი – მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა